Skip to content Skip to footer

მთავარი ტატუ მასტერი

ტატიანა გოდიბაძე

ბიოგრაფია

ტატუ სფეროთი დავინტერესდი შვიდი წლის წინ, მაშინ
სამხატვრო ათწლედი ახალი დამთავრებული მქონდა და
სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვიყავი .ჩემს თავს ვცდიდი
ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში და როცა ხელში პირველად
ტატუს აპარატი დავიჭირე თითქოს ვიგრძენი რომ, მორჩა , ეგ

არის, ვიპოვე! მომწონს რომ ეს საქმე არასდროს ხდება მარტივი
და ყოველთვის უდიდეს კონცენტრაციას მოითხოვს, მაგრამ თან
ძალიან სასიამოვნოა. მომწონს რომ ვესაუბრები ადამიანებს,
ვიცნობთ ერთმანეთის სამყაროს, ვუზიარებთ გამოცდილებებს
მოგონებებს და ზოგჯერ მეგობრებიც ვხდებით ხოლმე. მიხარია
რომ მათ ნდობას ვიმსახურებ და ჩემი ხელოვნება მათ
სხეულებს სამუდამოდ გაჰყვებათ. ეს უდიდესი პატივია
ჩემთვის , ყოველთვის ვცდილობ პასუხისმგებლობით
მოვეკიდო და თითოეული ადამიანი ბედნიერი გავუშვა
სტუდიიდან.

კონტაქტი

    Leave a comment